ა) ცენტრის საქმიანობის ამოცანაა აკადემიის გამოცდების ერთიანი სისტემის შექმნა და დანერგვა;
ბ) სწავლის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
გ) აკადემიაში შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი წერითი, ელექტრონული (ტესტური) გამოცდების ორგანიზება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცდების პროცესის მარეგულირებელი წესებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;
ე) ყოველ სემესტრში, აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი წერითი გამოცდების ჩატარების განრიგის გამოქვეყნება;
ვ) სტუდენტთა შუალედურ, სემესტრულ დასკვნით/დამატებით ელექტრონულ
აღრიცხვაზე მონიტორინგის განხორციელება;
ზ) გამოცდის პროცესის, შედეგების ანალიზის განხორციელება და შედეგების რექტორისათვის წარდგენა;
ზ) აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე საგამოცდო დოკუმენტაციის მომზადება;
თ) საგამოცდო უწყისების და აკადემიური მოსწრების კრებსით მონაცემების მომზადება;
ი) იუნკერთა/მსმენელთა მიმდინარე შეფასებების აღრიცხვის პერიოდული მონიტორინგი და აღნიშნული საკითხის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციისა და ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა;
კ) საგამოცდო მასალების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
ე) საგამოცდო შეკითხვების ბანკისა და სხვა საგამოცდო მასალების ჩამოყალიბება და მისი ჩატვირთვა საგამოცდო მონაცემთა ბაზაში, აკადემიის აკადემიურ პერსონალის ჩართულობით;
ვ) იუნკერთა/მსმენელთა აკადემიური მოსწრების შესახებ მასალების მომზადება და გადასცემს შტაბის G3/G2 სამსახურის სასწავლო განყოფილებისა და აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის თვის გადაცემა;
ზ) იუნკერთა სემესტრული რეიტინგული ქულის გამოთვლის უზრუნველყოფა და შტაბის G3/G2 სამსახურის სასწავლო განყოფილებისათვის გადაცემა;
თ) მსმენელთა ნიშნების ფურცელის მომზადება.