ა) აკადემიაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების წარმართვა;
ბ) დაფინანსების წყაროების მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების შემუშავება შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: შიდა და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა, საჭიროები შემთხვევაში აკადემიის სხვა სამსახურებთან ერთად, ნორმატიული აქტით დადგენილი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტების დაჯგუფება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული მონეტარული ზღვრებისა და სხვა შემთხვევების გათვალისწინებით შესყიდვის საშუალებების შერჩევა;
გ) შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, დაფინანსების წყაროების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და წარდგენა შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციაში;
დ) საჭიროების შემთხვევაში, წლიურ გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება, ფინანსების მართვის სამმართველოსთან შეთანხმებით;
ე) გამარტივებული შესყიდვის დროს მომწოდებლების შერჩევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების სრულყოფისა და უკეთ წარმართვის მიზნით, მოსაზრებების წარმოდგენა;
ზ) ახორციელებს წერილობითი ნებართვების მოპოვების პროცესს მრავალწლიანი და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვებზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.