აკადემიაში ეროვნული და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ყველა დონის დოკუმენტების დამუშავებას;
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქმისწარმოება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;
ბ) საქმეთა ფორმირება:
გ) საქმეთა არქივში გადაცემა.
ძირითადი ფუნქციები:
ა. კანონმდებლობისა და აკადემიაში მოქმედი სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით, აკადემიაში საქმისწარმოების ერთიანი წესის განხორციელება;
ბ. საქმისწარმოების ერთიანი წესებისა და ნორმატივების შესაბამისად დოკუმენტირების, დოკუმენტებზე მუშაობის წესის, შესრულების კონტროლის და მატერიალური სახით არსებული დასრულებული დოკუმენტების დაარქივება, ინვენტარულად აღრიცხვა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
გ) დოკუმენტზე მუშაობის ფორმების და მეთოდების სრულყოფა;
დ) აკადემიაში მოქმედი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის (e-mod) მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის განხორციელება.
ე) სამსახურებრივი დოკუმენტების დახარისხება, სისტემატიზაცია, შენახვა და საინვენტარო წარმოება;
ვ) კანცელარიის (საიდუმლო, არასაიდუმლო) ნომენკლატურის შემუშავება;
ზ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) დოკუმენტის ოპერატიული გამრავლებისა და დაგზავნის ორგანიზება;
ი) შემოსული, გასული, შიდა, საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების აღრიცხვა, ელექტრონული დამუშავება ან/და რეგისტრაცია, დაგზავნა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
კ) მოთხოვნის შესაბამისად კანცელარიაში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.