მაგისტრატურა

საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზების მიზეზია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სტრატეგიული დონის კვალიფიციური სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელი პირების მომზადება, რომლებსაც ექნებათ სფეროს მულტიდისციპლინური, სისტემური და სიღრმისეული ცოდნა. შეეძლებათ თანამედროვე მრავალფაქტორიან გარემოში, არსებულ, წარმოქმნილ და გაუთვალისწინებელ საფრთხეებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ცოდნა და ღრმა კრიტიკულ ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება.

პროგრამა ასევე აქტუალურია, კარიერული წინსვლის და ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებრივი და თანამდებობრივი დაწინაურების  არსებულ სისტემასთან შესაბამისობის მიზნით.

საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სამხედრო და სამოქალაქო კადრების მომზადება, რომელთაც ექნებათ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული განზომილების, აგრეთვე ამ სფეროში არსებული ემპირიული გამოცდილების სიღმისეული ცოდნა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უსაფრთხოების თანამედროვე, ცვალებად და არაპროგნოზირებად გარემოში, სხვადასხვა ჭრილში გაანალიზონ როგორც რეგიონული აგრეთვე გლობალური პოლიტიკური პროცესები. პროგრამა უზრუნველყოფს მსმენელებისთვის იმ უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია დინამიურ საერთაშორისო გარემოში დიპლომატიური ბერკეტებისა და სიტუაციური ანალიზის გამოყენებით ეროვნული ინტერესებისათვის რაციონალური და ოპტიმალური პოლიტიკის განსასაზღვრად.