საერთაშორისო ურთიერთობები და სამხედრო დიპლომატია

მიმოხილვა

საერთაშორისო ურთიერთობების და სამხედრო დიპლომატიის სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამის მიზანი:

საერთაშორისო ურთიერთობები და სამხედრო დიპლომატიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სამხედრო და სამოქალაქო კადრების მომზადება, რომელთაც ექნებათ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული განზომილების, აგრეთვე ამ სფეროში არსებული ემპირიული გამოცდილების სიღმისეული ცოდნა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უსაფრთხოების თანამედროვე, ცვალებად და არაპროგნოზირებად გარემოში, სხვადასხვა ჭრილში გაანალიზონ როგორც რეგიონული აგრეთვე გლობალური პოლიტიკური პროცესები. პროგრამა უზრუნველყოფს მსმენელებისთვის იმ უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია დინამიურ საერთაშორისო გარემოში დიპლომატიური ბერკეტებისა და სიტუაციური ანალიზის გამოყენებით ეროვნული ინტერესებისათვის რაციონალური და ოპტიმალური პოლიტიკის განსასაზღვრად.

 

საერთაშორისო ურთიერთობების და სამხედრო დიპლომატიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, მათ შორის:

I ნაწილი - 60 ECTS კრედიტი

II ნაწილი - 60 ECTS კრედიტი

 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების და სამხედრო დიპლომატიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებულს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ენიჭება 60 კრედიტის დაგროვების შედეგად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად:

· 40 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსი;

· 20 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები ( შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 40).

 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების და სამხედრო დიპლომატიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებულს კვლევის მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში აკადემიური ხარისხი ენიჭება 60 კრედიტის დაგროვების შედე-გად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად:

· 20 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსი;

· 10 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები (შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 20).

· 30 კრედიტი - სამაგისტრო ნაშრომი (საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი