ბაკალავრიატი

ძირითადი ფუნქციები

  1. ბაკალავრიატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარების ხელშეწყობა;

ბ)  სასწავლო პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;

გ) ინოვაციური მიდგომების დანერგვა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირება;

დ) იუნკერისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება.

ე) იუნკერთა მიერ  განათლების პრაქტიკაში განხორცილების დაგეგმვა და მისი ხელშეწყობა, სამოქალაქო პროგრამების  სამხედრო კუთხით ანალიზი ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.

 

  1. თავისი ფუნქციების და ამოცანის შესასრულებლად ბაკალავრიატი:

ა) შეიმუშავებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;  

ბ) ახორციელებს იუნკერთა მომზადებას და უზრუნველყოფს მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებას;

 გ) კომპეტენციის ფარგლებში ქმნის განათლებისა და მეცნიერული კვლევისათვის აუცილებელ პირობებს;

დ) ახორციელებს  სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვას, ორგანიზებას და აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებას;

ე) ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, განახლებას და დახვეწას;

ვ) უზრუნველყოფს იუნკერთა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ქონების სწორ ექსპლუატაციასა და დაცვას;

თ) მონაწილეობს აკადემიის აკადემიური საბჭოს მუშაობაში;

ი) ახორციელებს აკადემიის წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

კ) იუნკერთა სამხედრო  ხედვის ჩამოყალიბება, მიღებული განათლების სამმხედრო სამსახურში გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრის გზით.