პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებმა დააკმაყოფილონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, შეძლონ დასაქმება, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებში, ისე სამოქალაქო სექტორში; კურსდამთავრებულები შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე და იქნებიან კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებმა შეიძინონ ცოდნა მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფუნქციონალურ მიმართულებებში, მოამზადოს მომავალზე ორიენტირებული ორგანიზაციების მენეჯერები, რომელთაც ექნებათ ზოგადი (ტრანსფერული) და დარგობრივი კომპეტენციები, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეთიკური პრინციპების დაცვით, პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობის საფუძველზე, წარმატებით იმოქმედონ კონკურენტულ გარემოში - შექმნან, მართონ და/ან წვლილი შეიტანონ პიროვნულ და ორგანიზაციების განვითარებაში.
ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მისიის შესაბამისად, თავდაცვის ძალების და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის მოამზადოს უმაღლესი აკადემიური განათლების, ეთიკური, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერი;