ორგანიზაციული სტრუქტურა

G 3 - G 2 სამსახური

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის G 3/G 2 სამსახურის დებულება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) შტაბის G-3/G-2 სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. G-3/G-2 სამსახური არის აკადემიის შტაბის სტრუქტურული ერთეული.
  3. G-3/G-2 სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აკადემიის წესდების, აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
  4. სამსახური ანგარიშვალდებულია ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის წინაშე.

 მუხლი 2. G-3/G-2 სამსახური ამოცანა:

     სამსახურის ამოცანაა აკადემიის მართვისა და კონტროლის, უსაფრთხოების, საბრძოლო მომზადების, სასწავლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვის და მომავალზე ორიენტირებული აკადემიური განათლების მიღების პროცესის ხელშეწყობა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

 მუხლი 3. G-3/G-2 სამსახური ძირითადი ფუნქციები:

  1. 1. G-3/G-2 სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის სამსახურებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, ადმინისტრაციული და   საბრძოლო ბრძანებების შემუშავება და გამოცემა;

ბ) ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის სამსახურებთან და შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით სასწავლო-მატერიალური ბაზის და სასწავლო პროცესის დაგეგმვა-ორგანიზება, მისი პერიოდული მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

გ) ეროვნული თავდაცვის აკადემიის სადღეღამისო განწესის, შიდა უსაფრთხოებისა და სამხედრო დისციპლინის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

დ) ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაცვისა და თავდაცვის გეგმის/სქემის შედგენა და ორგანიზება;

ე) ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიის მუდმივი ვიდეო-მეთვალყურეობის მონიტორინგის განხორციელების კონტროლი;

ვ)ეროვნული თავდაცვის აკადემიის ძირითადი ღონისძიებების და გეგმა-კალენდრების შემუშავება აკადემიის შტაბის სამსახურებთან და შესაბამის სტრუქტურებთან ერთეულებთან კოორდინაციით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერების მხარდაჭერა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში აკადემიაში აბიტურიენტთა მიღებისა და გამოცდების ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობა;

ი) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით სასწავლო პროცესის წარმართვისათვის საჭირო დოკუმენტების შემუშავება;

კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;

ლ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე მის სისტემაში შემავალ სსიპ-ებთან  კოორდინაცია;

მ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 მუხლი 4. G-3/G-2 სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა:

  1. G-3/G-2 სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა) დაგეგმვის განყოფილება.

ბ) სამხედრო მიმართულების სასწავლო განყოფილება;

გ) სამოქალაქო მიმართულების სასწავლო განყოფილება;

დ) უსაფრთხოების განყოფილება.

 

  1. G-3/G-2 სამსახურსხელმძღვანელობს სამსახურისუფროსი, რომელსაცაკადემიისრექტორისწარდგინებითთანამდებობაზენიშნავსდა ათავისუფლებსსაქართველოსთავდაცვისმინისტრი.

 

  1. აკადემიის შტაბის G-3/G-2 სამსახურისუფროსი:

ა) მართავს სამსახურს და ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის განყოფილებებს შორის;

ბ) აკადემიის ამოცანის შესაბამისად უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას, ასევე მონაწილეობს მათ ორგანიზებასა და კონტროლის განხორციელების პროცესში;

გ) მონიტორინგს უწევს სასწავლო პროცესის განხორციელებას;

დ) აკონტროლებს სასწავლო წლის და ძირითადი ღონისძიებების გეგმების და საველე მეცადინეობების გრაფიკის პროექტების შემუშავებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში აჯამებს განვლილი  წლის, კვარტლის და თვის შედეგებს;

ვ) საველე სწავლებებისას უზრუნველყოფს მეცადინეობების კონტროლს, შემოწმებას და განსაზღვრავს გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის გზებს;

ზ) საველე სწავლებებისას აკონტროლებს ინსტრუქტორთა მზადყოფნას მეცადინეობებისათვის და მათ მიერ მეცადინეობების ჩატარების ხარისხს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ გამოცემული ბრძანებების, დირექტივების და განკარგულებების შესრულებას, აგრეთვე დადგენილ ვადებში დოკუმენტების წარდგენას;

ი) წარადგენს წინადადებებს აკადემიის რექტორისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის წინაშე, სამსახურის სამსახურეობრივი საკითხების გაუმჯობესების თაობაზე;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს აკადემიის რექტორისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა დავალებებს.

 მუხლი 5. დაგეგმვის განყოფილება

  1. 1. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) აკადემიის შტაბის და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ოპერატიული გეგმების შემუშავება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესის დაგეგმვა, კონტროლი, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და წარმართვის მეთოდების სრულყოფა;

გ) სასწავლო პროცესის წარმართვისათვის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო დოკუმენტების დროული მომზადება, განხილვა, დამტკიცება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება;

გ) საველე სწავლებების გეგმების მომზადების კონტროლი;

დ) აკადემიის ძირითადი ღონისძიებების დაგეგმვა და გეგმა-კალენდარის შემუშავება აკადემიის შტაბის სამსახურებსა და აკადემიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო კოორდინაციით;

ე) ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის სამსახურებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, ადმინისტრაციული და   საბრძოლო ბრძანებების შემუშავება და გამოცემა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 6. სამხედრო მიმართულების სასწავლო განყოფილება:

  1. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) აკადემიაში სასწავლო პროცესის ორგანიზება;

ბ) აკადემიის მოქმედი სასწავლო სტრუქტურული ერთეულების: სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის, ბაკალავრიატის, ენობრივი მომზადების სკოლის,  იუნკერთა სასწავლო ბატალიონის და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის სასწავლო პროცესის მონიტორინგი, რისთვისაც უფლებამოსილია მოითხოვოს მათი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის და ანგარიშის წარდგენა;

გ)      საველე სწავლებების მონიტორინგი;

დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი  დოკუმენტების შემუშავებასა და ექსპერტიზაში მონაწილეობა;

 ე) სასწავლო პროცესის წარმართვისათვის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო დოკუმენტების პროექტების  მომზადება და შემდგომი რეაგირებისათვის  ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ;

 ვ) კომპეტენციის ფარგლებში აკადემიაში აბიტურიენტთა/მსმენელთა მიღებისა და გამოცდების ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობა;

ზ) სასწავლო სტრუქტურული ერთეულების მიერ აკადემიური კალენდრების შემუშავების კოორდინაცია; ი) უცხოელი სტუდენტების/მსმენელების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;

კ) აკადემიის სასწავლო სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი  ინსტრუქტორების დატვირთვის მონიტორინგის განხორციელება, რისთვისაც უფლებამოსილია მოითხოვოს მათი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის და ანგარიშის წარდგენა;

ლ) აკადემიის სასწავლო სტრუქტურულ ერთეულებში გამოცდების ჩატარების კოორდინირება;

მ) აკადემიის სასწავლო სტრუქტურულ ერთეულებში იუნკერთა/მსმენელთა აკადემიური მოსწრების ანალიზის მომზადების კოორდინირება და შემდგომი რეაგირება;

ნ) დიპლომების, სერთიფიკატების და აკადემიური ცნობების მომზადება;

ო) იუნკრების/მსმენელთა პირადი საქმეების სასწავლო ბარათებით დაკომპლექტება;

პ)  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან  კოორდინირებული მუშაობა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;

რ) ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის სამსახურებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, ადმინისტრაციული ბრძანებების შემუშავება და გამოცემა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

მუხლი 7. სამოქალაქო მიმართულების სასწავლო განყოფილება:

  1. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) აკადემიაში სასწავლო პროცესის ორგანიზება;

ბ) აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების: ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სასწავლო პროცესის მონიტორინგი, რისთვისაც უფლებამოსილია მოითხოვოს მათი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის და ანგარიშის წარდგენა;

გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი  დოკუმენტების შემუშავებასა და ექსპერტიზაში მონაწილეობა;

 დ) სასწავლო პროცესის წარმართვისათვის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო დოკუმენტების პროექტების  მომზადება და შემდგომი რეაგირებისათვის  ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ;

 ე) კომპეტენციის ფარგლებში აკადემიაში აბიტურიენტთა მიღებისა და გამოცდების ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობა;

ვ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ აკადემიური კალენდრების შემუშავების კოორდინაცია; ზ) აკადემიის იუნკერთა და აკადემიური პერსონალის რეესტრის წარმოება და მისი მუდმივი განახლება;

თ) უცხოელი სტუდენტების/მსმენელების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ი) აკადემიური და მოწვეული პერსონალის/მასწავლებლებისდატვირთვის მონიტორინგის განხორციელება, რისთვისაც უფლებამოსილია მოითხოვოს მათი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის და საჭიროების შემთხვევაში ანგარიშის წარმოდგენა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში საგამოცდო ცენტრისათვის დახმარების გაწევა;

ლ) ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში იუნკერთა აკადემიური მოსწრების ანალიზის მომზადების კოორდინირება და შემდგომი რეაგირება;

მ) ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომების მომზადება; ;

ნ) ბაკალავრის იუნკერების დიპლომის დანართების და აკადემიური მოსწრების ბარათების მომზადება; ;

ო)  პროფესორ-მასწავლებლებისათვის აკადემიური ცნობების მომზადება;

პ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან  კოორდინირებული მუშაობით;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერების ხელშეწყობა, აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობით;

რ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;

სეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის სამსახურებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, ადმინისტრაციული ბრძანების პროექტის შემუშავება;

ტ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან,  ასევე მის სისტემაში შემავალ სსიპ-ებთან  კოორდინაცია;

უ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 მუხლი 8. უსაფრთხოების განყოფილება:

  1. 1. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაცვისა და თავდაცვის გეგმის/სქემის შედგენა და ორგანიზება;

გ) აკადემიის სადღეღამისო განწესის, საპატრულო (საყარაულო) სამსახურის, შიდა უსაფრთხოებისა და სამხედრო დისციპლინის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;

დ) აკადემიის ტერიტორიის მუდმივი ვიდეო-მეთვალყურეობის  დაგეგმვა/ორგანიზება, მონიტორინგის განხორციელების კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში აკადემიაში აბიტურიენტთა მიღებისა და გამოცდების ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობა;

ვ) ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის სამსახურებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, ადმინისტრაციული და   საბრძოლო ბრძანებების შემუშავება და გამოცემა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში   ცვლილებებისა   და   დამატებების   შეტანა   აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.