მექანიკის ინჟინერია

მიღება

 

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:

24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:

✔ მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 15 მისაღები ადგილი

I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები

1. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (როგორ ჩავაბაროთ ფიზიკური მომზადების ტესტი სწორად).

2. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.

3. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.

 

II ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:


☑ უცხო ენა 
☑ ქართული ენა და ლიტერატურა
☑ მათემატიკა/ ფიზიკა

 

  • I, II და III კურსის ყველა იუნკერი აიღებს ყოველთვიურ განსაზღვრულ სტიპენდიას 200 ლარს, გარდა ამისა წარჩინებული იუნკერები აიღებენ დამატებით სტიპენდიას რეიტინგის მიხედვით.

დამატებითი სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები:

რეიტინგული ქულა A+ 95 – 100 - 300 ლარი

რეიტინგული ქულა A 91 – 94 - 200 ლარი

რეიტინგული ქულა B 81 - 90 - 100 ლარი

  • IV კურსის იუნკერების დარიცხული სტიპენდია შეადგენს 1530 ლარს (ხელზე ასაღები 1200 ლარი).

საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 აპრილიდან 2024 წლის 26 ივნისის ჩათვლით  აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

საბუთების ნუსხა:

1.განცხადება (ივსება სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიმღებ კომისიაში);

2.ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ცალი;

3.პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ცალი;

4.დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ცალი;

5.ვეტერანის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

6.ქორწინების/განქორწინების მოწმობის ასლი, მეუღლის პირადობის მოწმობის და შვილების დაბადების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;

7.ოჯახის წევრ(ებ)ის (მეუღლე, შვილები, დედ-მამა, დედმამიშვილები) პირადობის მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში)  – 2 ცალი;

8.ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;

9.ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი)  - 2 ცალი;

10.ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

11.ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

12.ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ფორმა N2 (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

13.ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ((ფორმა №IV-100/ა) (დედანი და ასლი) covid -19 – გადატანის შემთხვევაში მიეთითოს აღნიშნულ ფორმა 100 - ში ავადმყოფობის ისტორია) – 2 ცალი;

14.ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი, დიფტერია) (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

15.  მართვის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) (დედანი და ასლი) - 3 ცალი;

16.  ცნობა სამსახურის შესახებ/ნამსახურების ნუსხა, შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

17.  მიღებული სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;

18.   სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

19.ფერადი ფოტო 3×4-ზე 6 ცალი და CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით – 1 ცალი.