მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს მექანიკის ინჟინერიის კვალიფიცირებული სპეციალისტი, აკადემიური ხარისხით „ინჟინერიის ბაკალავრი მექანიკის ინჟინერიაში“, რომელიც შეძლებს შრომის თავისუფალ ბაზარზე არაპროგნოზირებად გარემოში განვითარებაზე ორიენტირებულ კონკურენტუნარიან პრაქტიკულ საქმიანობას.
კურსდამთავრებულს მისცეს ფართო ცოდნა თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების და მექანიკის ინჟინერიის ფუნდამენტური პრინციპების და მათი გამოყენების მიმართულებით. გამოუმუშაოს პროექტის შედგენის, განვითარების, საინჟინრო გათვლების შესრულების, გამოცდების ჩატარების, მონაცემების დამუშავების, პრეზენტაციის, მოდიფიკაციის და შეფასების უნარები. განუვითაროს გაუთვალისწინებელი პრობლემების გადაწყვეტის, სწავლების და კვლევების დაგეგმვის და ორგანიზების უნარი. განუვითაროს მათ მენეჯერული, ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები, შეძლონ პიროვნული განვითარება და თავისი შესაძლებლობების რეალიზება, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.