სიახლეები

კადეტთა მეხუთე საერთაშორისო კვირეული აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეხუთე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. წელს აღნიშნულ ღონისძიებაში 13 ქვეყნის 15 პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს, კადეტთა საერთო რიცხვი კი 55-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება უკვე მეხუთე წელია აკადემიაში იმართება და მონაწილეთა ეს რიცხვი ისტორიაში სარეკორდოა.

ღონისძიება გახსნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ, ხოლო საპატიო სტუმრის რანგში მას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე. კვირეული 5 აპრილს დასრულდება, მონაწილეები აქტიურად იქნებიან ჩართულნი როგორც სამხედრო, ისე კულტურულ პროექტებში. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი ლექციებიც.

საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებლთან თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე სტუმრებისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობას.