სიახლეები

ახალი რექტორის წარდგენა აკადემიაში

დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ აკადემიის პირად შემადგენლობას აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მალხაზ მაკარაძე წარუდგინა. გენერალ-მაიორმა, ახალი რექტორის გამოცდილებაზე, განათლებასა და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა და ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მას წარმატებები უსურვა.

ბრიგადის გენერალ მაკარაძეს ​სამხედრო განათლების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. მას სხვადასხვა პერიოდში დაკავებული ჰქონდა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წამყვანი თანამდებობები, მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში ერაყსა და კოსოვოს რეგიონში. გავლილი აქვს ასევე, სხვადასხვა სამხედრო კურსი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ბრიგადის გენერალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ომის კოლეჯში იმყოფებოდა.