დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას გერმანიის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ფრიკე ესტუმრა. გერმანელ სტუმარს აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე დიპლომატმა გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო განათლების სისტემაზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში, სამხედრო ატაშე თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა და „საერთაშორისო ურთიერთობებში უცხო ენების მნიშვნელობაზე“ წაუკითხა ლექცია. მან საკუთარი გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მსმენელბს უცხო ენების შესწავლისკენ მოუწოდა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გერმანიის სამხედრო ატაშემ აკადემიის მსმენელების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.