სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებიან:
1. სრული ზოგადი განათლების მქონე, 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 20 აპრილამდედარეგისტრირდებიან საქართველოს განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს ეროვნული გამოცდების ცენტრში (ელექტრონულად-აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge) აბიტურიენტებად და რეგისტრაციისას აირჩევენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის შემდეგ საგანმანათლებო პროგრამებს:
1.1 სამხედრო ლოგისტიკა;
1.2 საერთო-საჯარისო მართვა;
1.3 სამხედრო კავშირგაბმულობა;
1.4 საჰაერო თავდაცვის შეიარაღება და ტექნიკა;
1.5 საარტილერიო საქმე;
1.6 სამხედრო ავიაცია;
1.7 სამხედრო ინჟინერია;
1.8 ჯავშანსატანკო შეიარაღება და ტექნიკა.
2. აბიტურიენტები, რომლებიც გაივლიან სამედიცინო შემოწმებას - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის #360 ბრძანების შესაბამისი დებულების მიხედვით 2013 წლის 21 მაისიდან2013 წლის 28 ივნისამდე.
3. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად 2013 წლის 13 მაისიდან 2013 წლის 14ივნისამდე.
4. აბიტურიენტები, რომლებიც აკადემიაში კონკურსის გავლის შემდეგ (სამედიცინო შემოწმება და ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში) გაივლიან გასაუბრებას, 2013 წლის 20 მაისიდან 2013 წლის 27 ივნისამდე, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.
5. საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 29 აპრილიდან13ივნისამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი. მიმღები კომისია, ტელეფონი 577 39 0194 ; 577 19 06 46; 2 30 52 85
საბუთების ნუსხა:
1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) - 2 ეგზ.
3. ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი) ასლი - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის (დედანი) ასლი) - 2 ეგზ.
4. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.
5. ქორწინების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.
6. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები) - 2 ეგზ.
7. შვილების დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.
8. ცნობა პენსიის შესახებ - 2 ეგზ.
9. ცნობა ნასამართლეობის შესახებ – 2 ეგზ.
10. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან) – 2 ეგზ.
11. ცნობა ნარკოლოგიური ცენტრიდან - 2 ეგზ.
12. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა) – 2 ეგზ.
13. პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ.
14. ფოტოსურათი 3X4-ზე - 6 ცალი
15. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერილი – 1 ც.
16. საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.
შენიშვნა:
1. რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი) ასლი – 2 ეგზ.
2. წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი) ასლი – 2 ეგზ.