მიმდინარე წლის 17-27 მაისის პერიოდში, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემია ამერიკის საზღვაო ძალების აკადემიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამუშაო - სასწავლო ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიის ოთხი კადეტი და პროფესორი, ალან ფრიდმენი იმყოფებიან.
სტუმრებს აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული შეხვდნენ და აკადემიის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამები და სტრუქტურა გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება. აღნიშნულ პერიოდში სტუმრები გაეცნობიან აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესებსა და ჩაერთვებიან ყოველდღიურ აქტივობებში.
ვიზიტი მიზნად ისახავს აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ქვეყნის გაცნობას.