დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელთა ფიცის დადების ღონისძიება გაიმართა, სადაც 12-მა მსმენელმა სამხედრო ფიცი დადო.
ფიცის დადებამდე მსმენელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
საწყისი საბრძოლო მომზადების ხუთკვირიანი კურსი 59-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა. კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომელიც მიზნად ისახავს ახალწვეული სამოქალაქო პირების სამხედრო მოსამსახურეებად გარდაქმნას.
აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებს საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შესვლა და სამხედრო ფიცის დადება აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ მიულოცა და წარმატება უსურვა.
უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება წოდება "ლეიტენანტი".