სიახლეები

აკადემიაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებას რექტორის მოადგილეები და აკადემიის პირადი შემადგენლობა ესწრებოდა.

ღონისძიების ბოლოს აკადემიის კაპელანმა, მამა თადეოზმა დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.