სიახლეები

საინფორმაციო ცენტრის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგენლები ეთა–ში

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საინფორმაციო ცენტრის" ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დირექტორი ელენე გოცაძე ესტუმრა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელებს აკადემიის კომენდანტმა, ვიცე–პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესი გააცნო. შეხვედრაზე ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზეც გაამახვილეს ყურადღება.

საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე აკადემიის მსმენელებს შეხვდა და  ლექცია  წაუკითხა. მან ნატოს, ევროკავშირზე და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და ISAF-ის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების წვლილზე გაამახვილა ყურადღება.ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ელენე გოცაძემ აკადემიის მსმენელების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

დღესვე, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა: სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები,  სასადილო და სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.