ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
საახალწლო ღონისძიება გაიხსნა აკადემიის შიდა ჩემპიონატით ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?“. დღის განმავლობაში აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. საახალწლო საჩუქრები ასევე გადაეცა საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და ტექნიკური მომსახურების ჯგუფის პერსონალს.
დღის მეორე ნახევარში საახალწლო კონცერტი გაიმართა. რექტორმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ღონისძიება, აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პერსონალს მადლობა გადაუხადა წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და ბედნიერი შობა - ახალი წელი უსურვა. რექტორმა სამეთაურო რგოლთან ერთად სიგელებით დააჯილდოვა სხვადასხვა ღონისძიებაში გამარჯვებული იუნკერები და მსმენელები.
საახალწლო კონცერტზე, აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან ერთად, მოწვეული სტუმრების სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა გიორგი და პავლე ჩიტაურებმა და გორის ვაჟთა ანსამბლმა. აკადემიის მუსიკალურმა ბენდმა წარადგინა საახალწლო კომპოზიციები.
ღონისძიება დასრულდა საახალწლო ნაძვის ხის ანთებით და ფეიერვერკით.