სიახლეები

აკადემიაში საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებების ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

სახელმწიფო ჰიმნის და წუთიერი დუმილის შემდეგ, აკადემიის პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დღე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს: აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ, სასწავლო ბატალიონის იუნკერმა თორნიკე ფიჩხნარაშვილმა და საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ვანიშვილმა.

დღესვე, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ დაჭრილ - დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, საშტატო იარაღით დაჯილდოვდა ოთხი სამხედრო მოსამსახურე, ასევე საპატიო სიგელებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები. აკადემიის რექტორის ბრძანებით მადლობა გამოეცხადა 26 სამხედრო მოსამსახურეს და 26 სამოქალაქო პირს.

დაჯილდოვების შემდეგ, ღონისძიებამ გადაინაცვლა ქ. გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრში, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლზე - ,,დავით აღმაშენებელი''. ღონისძიება საზეიმო სადილით დასრულდა.