სიახლეები

აკადემიაში დონალდ რამსფელდის სახელობის ოთახი გაიხსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დონალდ რამსფელდის სახელობის ოთახი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი და რამსფელდის სახელობის სტიპენდიანტები დაესწრნენ. სტუმრებს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა.

რექტორმა თავდაცვის სამინისტროსა და ,,კამკა ქსელის" წარმომადგენლებს პროექტის ინიცირებისა და განხორციელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალმა აღნიშნა, რომ რამსფელდის სახელობის სტიპენდია არის დამატებითი მოტივატორი იუნკერებისთვის აკადემიური ცოდნის ხარისხის გაუმჯობესების მხრივ. „კამკა ქსელის'' საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით, აკადემიის წარმატებულ იუნკერებს ყოველთვიურად დონალდ რამსფელდის სახელობის სტიპენდია ერიცხებათ.

დონალდ რამსფელდის სახელობის ოთახის გახსნის ინიციატორები არიან „კამკა ქსელის“ საქართველოს წარმომადგენლები - ქსელის ხელმძღვანელი თამარ კეკენაძე და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, რომლებიც დონალდ რამსფელდის სახელობის სტიპენდიანტები არიან.