სიახლეები

აკადემიის მსმენელებს გენდერის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ტრენინგი „გენდერული თანასწორობა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325“ გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებმა აკადემიის მსმენელებს გენდერული თანასწორობის და სტერეოტიპების, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325 და სამოქმედო გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათ ასევე ისაუბრეს თავდაცვის სამინისტროს როლსა და ვალდებულებებზე სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

გენდერის საკითხებზე ტრენინგი აკადემიაში პირველად ჩატარდა. ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.