ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქართველი მხედართმთავრების სახელობის კაბინეტი გაიხსნა.
კაბინეტი აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ პოლკოვნიკ ალუდა სეთურიძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელი პირები და იუნკერები ესწრებოდნენ.
კაბინეტში განთავსებულია გამოჩენილი ქართველი მხედართმთავრების ბიოგრაფიული ცნობები, მათ მიერ ჩატარებული ბრძოლების სქემები, ასევე ქართველი გენერლების ცნობილი მიმართვები მეომრებისადმი, ბრძოლის დაწყების წინ. მათ შორის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის სიტყვა, რომლითაც მან მიმართა იუნკერებს 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელის ფრონტზე წასვლის წინ. ცალკე სტენდზე არის წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის მიმართვა ქართულ ჯართან დიდგორის ველზე ბრძოლის წინ.
აღნიშნულ კაბინეტში ლექციები ჩაუტარდებათ პირველი კურსის იუნკერებს, რაც საშუალებას მისცემს მათ თავიდანვე გაეცნონ ქართველი ერის მხედრულ წარსულს.