სიახლეები

აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 25 ოქტომბერს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარ თემას ,,ნატოს პრიორიტეტები და კავკასია - სტატუსკვო და ცვლილებები'' წარმოადგენდა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეების სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ. აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა სტუმრებს კონფერენციის მონაწილეები წარუდგინა.

აღნიშნულ კონფერენციას აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორი, გენერალ-ლეიტენანტი ჰეიდარ ფირიევი თანმხლებ პირებთან ერთად, ასევე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი ემრაჰ ოზდემილი და საქართველოში საბერძნეთის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი ვასილეიოს ლაგოგიანისი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორები, ასევე თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის აკადემიების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ,,უსაფრთხოების ორბიტის ახალი მიმართულებები სამხრეთ კავკასიაში'', ,,ნატოს პრიორიტეტების ცვლილება და ახალი უსაფრთხოება: სტრატეგიული კოეფიციენტების ანალიზი-1949-2022'', ,,ძალაუფლების თავისებურებები და პოტენციური გავლენა ნატოზე'' და სხვა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ სერტიფიკატები გადასცა.