ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კიდევ ერთი სიახლეა.
დღეს, ეროვნული თვდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ილია ჭავჭავაძის სახელობის კაბინეტი აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან და იუნკერებთან ერთად გახსნა.
სიმბოლურია, რომ დღეს დიდი ილიას დაბადებიდან 185 წელი შესრულდა, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, რექტორმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ამ უდიდესი ადამიანის მსახურებას სამშობლოს წინაშე და აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, რათა განუხრელად მივსდიოთ სამშობლოს უანგარო მსახურებისა და სიმართლის გზას.
ისტორიული მნიშვნელობის მქონე სასწავლო აუდიტორიები დამატებით მუხტსა და მოტივაციას აძლევს იუნკერებს სახელმწიფოებრივი აზროვნების სწორად ჩამოყალიბებაში.