სიახლეები

საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების ვიზიტი ეთა-ში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა.

შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ლაბორატორიები, ლაზარეთი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სპორტული დარბაზები და იუნკერების საცხოვრებლები დაათვალიერებინა.

მოგვიანებით, ოფიციალური პირები დაესწრნენ სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს, რომელშიც იუნკერებთან ერთად აზერბაიჯანელი და თურქი კადეტები მონაწილეობდნენ.

მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან აკადემიაში სტუმრად აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის სამხედრო ინსტიტუტის და თურქეთის სახმელეთო ძალების, საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების სასწავლებლების კადეტები იმყოფებიან.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.