სიახლეები

გაცნობითი სახის ვიზიტები სახელმწიფო უწყებებში

ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს გაცნობითი სახის ვიზიტების ორგანიზებას იუნკერებისა და მსმენელებისთვს.

აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკრები, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში, უზენაეს სასამართლოსა და პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო უწყებებში საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული შეხვედრები გაიმართა. იუნკერები გაეცნენ პარლამენტის ისტორიას, საპარლამეტო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ძირითად ფუნქციას და საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი გამოიწვია უზენაესი სასამართლოს ისტორიულმა შენობამ, სადაც ახალგაზრდებს სასამართლო ხელისუფლების ფუნქციები, სასამართლო სისტემა და მისი საქმიანობის სპეციფიკა განუმარტეს.

ვიზიტის ბოლოს დაათვალიერეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და მისი მიმდებარე ტერიტორია. მოინახულეს ასევე სასახლის მუზეუმიც, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და საქართველოს საპატიო სტუმრების მიერ ქვეყნის პრეზიდენტისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ნივთები.

გაცნობითი სახის ვიზიტები მომავალი ოფიცრების ზოგადი ცოდნის გაღრმავებას და სახელმწიფოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.