სიახლეები

ამერიკის სამხედრო აკადემიის კადეტების ვიზიტი

2023 წლის 4-12 მარტის პერიოდში ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, "საზღვარგარეთის აკადემიებთან გაცვლითი პროგრამის (Foreign Academy Exchange Program)" ფარგლებში ამერიკის სამხედრო აკადემიის (US Military Academy "West point") კადეტებს, მალაჩი ვრაითს და ალექსანდრე ჯოლიას უმასპინძლა.

კადეტებს აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე შეხვდა. აღნიშნული ვიზიტი ასევე მოიცავდა შეხვედრებს აკადემიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან. გაცნობითი სახის შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების ისტორია გააცნეს და საბაკალავრო პროგრამებზე, მიღების კრიტერიუმებსა და სამხედრო განათლებაზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრების გარდა სტუმრები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და ყოველდღიურ აქტივობებში.

კულტურულ-შემეცნებითი ტურის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს მცხეთის ღირსშესანიშნავი ადგილები და გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.