დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მისი აღმატებულება ბატონი იუვალ ფუქსი. ბატონ ელჩს აკადემიის რექტორმა, ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა. ვიზიტი გაცნობითი სახის იყო. შეხვედრის დროს აკადემიის რქტორმა სტუმარს გააცნო აკადემიის სტრუქტურა და მიმდინარე/დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა. ვიზიტის დროს გამოითქვა სურვილი და მზადყოფნა ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ისრაელის სამხედრო სასწავლებლებს შორის პარტნიორული ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის დამყარებისათვის.
მოგვიანებით ბატონმა ზურაბ აგლაძემ სტუმარს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.