სიახლეები

აკადემიის წარმომადგენლები შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის კონკურსიზე

მიმდინარე წლის 19-25 მარტს, იტალიაში, ქ.სანრემოში, ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით  ,,შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის  რიგით 21-ე კონკურსი'' გაიმართა. აღნიშნულ კონკურსს აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ: თავდაცვა და უსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორი კახა ფუტკარაძე; იუნკერები მათე აგულაშვილი, სალომე დავითულიანი და  ნატალი გვალია  

კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს მომავალი სამხედრო ლიდერებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გაცნობას და მრავალეროვნულ გარემოში სამხედრო სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის უნარის გამომუშავებას.

,,სან-რემოს რიგით 21- ე  შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის შეჯიბრში მონაწილეობის მიღება უდიდესი გამოცდილება და გამოწვევაა ერთდროულად ნებისმიერი იუნკერისთვის, არც ჩემს შემთხვევაში ყოფილა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში დიდი აკადემიური ცოდნა და გამოცდილება არ გვქონია შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა. შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის ცოდნა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სამხედროსთვის, საერთაშორისო გამოცდილების მიღება კი აუცილებელი, რათა მოხდეს მათი ცოდნის გაზიარება და შემდგომში რეალიზება. აკადემიური კუთხის გარდა, უმნიშვნელოვანესია  მომავალ ოფიცერთა გაცნობაც, ვინაიდან ამ სფეროში სწორედ მათთან ერთად მოგვიწევს თანამშრომლობა. ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია კი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ყველა სფეროდან უნდა მოხდეს, განსაკუთრებით კი ჯარიდან, როგორც ეროვნული უსაფრთხოების გარანტის მხრიდან.''- აღნიშნავს იუნკერი ნატალი გვალია

,,აღნიშნულ ჩემპიონატს მეორედ ვესწრებოდი და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ყოველთვის უკავშირდება ახალ კონტაქტებს მსოფლიოს მასშტაბით, რაც ჩემთვის, როგორც მომავალი ოფიცრისთვის, ვფიქრობ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. კონკურსში მიღებული გამოცდილება ზუსტად ვიცი ძალიან გამომადგება პროფესიული კარიერის სხვადასხვა ეტაპზე. იუნკერებს ვურჩევდი აუცილებლად მიიღონ ამ კონკრეტულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რათა გაიზიარონ გამოცდილება, რომელიც დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.'' - შთაბეჭდილებას გვიზიარებს იუნკერი სალომე დავითულანი.