სიახლეები

აკადემიაში თავდაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აკადემიის პირად შემადგენლობას, მომავალ ოფიცრებს და მოწვეულ სტუმრებს, აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და თავდაცვის ძალების დღე მიულოცა:

,,მსურს მოგილოცოთ თავდაცვის ძალების დღე და მადლობა გადაგიხადოთ სამსახურისთვის. მადლობა მინდა გითხრათ იმ შრომისა და ძალისხმევისთვის, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვეწევით ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის, მისი გამთლიანებისათვის.

თავდაცვის ძალები 32 წლისაა, ეს არც თუ ისე დიდი დროა ისტორიული თვალსაზრისით, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ჩვენ გავუმკლავდით ისეთი სახის გამოწვევებს, როგორიც იყო სამშვიდობო მისიები ერაყსა და ავღანეთში, დღემდე აქტიურად ვართ ჩართული სამშვიდობო მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. იყო ბრძოლები ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებმა მიიღო უდიდესი გამოცდილება სამხედრო კუთხით. ჩვენ ერთად ვუმკლავდებით დღეს არსებულ გამოწვევებს და ერთად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობა მუდმივად არის ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე ყველა მიმართულებით და თითოეული თქვენგანისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე.

მინდა მივესალმო ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა მსხვერპლად გაიღეს სამშობლოს სამსახურში. ქედს ვიხრი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის წინაშე და უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ მათი ოჯახების წინაშე.

განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენი წარჩინებული იუნკერების და მსმენელების ოჯახის წევრებს, მინდა მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის და ასეთი საამაყო შვილების აღზრდისთვის. სწორედ თქვენი დამსახურებაა მეტწილად მათი წარმატება, თქვენს მიერ გაწეულმა მხარდაჭერამ მისცა მათ სტიმული ყოფილიყვნენ დღეს წარჩინებულებს შორის.

გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის სამსახურში და კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს!''.

ღონისძიების ფარგლებში, საპატიო სიგელებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები; აკადემიის პირად შემადგენლობას სახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის სტატუეტი „იუნკერი“ გადაეცა, ასევე აკადემიის რექტორის ბრძანებით მადლობა გამ