მიმდინარე წლის 1-8 აპრილის პერიოდში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერი დავით ტეტუნაშვილი იმყოფებოდა აშშ-ის ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტში გამართულ ,,ყოველწლიურ საერთაშორისო კადეტთა კვირეულზე’’ და მონაწილეობას იღებდა სიმპოზიუმზე ,,ადამიანის უსაფრთხოების გამოწვევები’’.
,,2023 წლის 1-8 აპრილს განმავლობაში ვიმყოფებოდი ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტში, „საერთაშორისო კადეტთა კვირეულზე“, რამაც საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. არსებული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტში, ჩემთვის საკმაოდ დიდ გამოცდილებას წარმოადგენს. ეს ყოველივე დადებითად აისახა ჩემი ცნობიერების დონეზე, საშუალება მომცა გამეღრმავებინა ცოდნა და დამემყარებინა ახალი ურთიერთობები სხვადასხვა მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების კადეტებისგან ცოდნის, მათი შეხედულებების სამხედრო სფეროს მიმართ და მომავალი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების გაზიარება.
„საერთაშორისო კადეტთა კვირეული“ საკმაოდ მრავალფეროვანი სახის აქტივობებით გახლდათ დატვირთული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ „სიმპოზიუმი ადამიანის უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“, სადაც მაღალი რანგის ოფიცრებისა და კვალიფიციური პროფესორების მიერ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა განხორციელდა. არსებულმა გამოცდილებამ მომცა საშუალება, კიდევ უფრო გამეღრმავებინა ცოდნა ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა: ტერორიზმი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გლობალური საფრთხეები და სხვა. ვფიქრობ „სიმპოზიუმი ადამიანის უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ იყო ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც მომავალში დამეხმარება მოცემულ სფეროებთან მუშაობაში.
„საერთაშორისო კადეტთა კვირეული“ არის ძალინ კარგი შესაძლებლობა იუნკერებისთვის გაიღრმაონ ცოდნა, გაიცნონ სხვდასხვა კულტურისა და ეროვნების წარმომადგენლები. ასევე გაეცნონ ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ჩვენს პროფესიასთან.
მოხარული ვიქნები, თუ კიდევ უფრო მეტ იუნკერს ექნება მსგავსი ღონისძიებებიდან გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.’’ - აღნიშნავს იუნკერი დავით ტეტუნაშვილი.