მიმდინარე წლის 18 მაისს, ჩატარდა გასვლითი სამხედრო - ისტორიული ლექციები სამცხე-ჯავახეთში. გასვლით ლექციებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ანტიკური და შუა საუკუნეების საქართველოს გეოპოლიტიკა და სტრატეგია, ფორტიფიკაციის ისტორია და ტიპოლოგია, ციხე-სიმაგრეების აღებისა და დაცვის ხერხები და სამხრეთის რეგიონების მთლიანი ისტორია.
გასვლითი ლექციების ფარგლებში, პირველი კურსის იუნკერებმა მოინახულეს: ახალციხის (რაბათის) ციხე-ქალაქი და მუზეუმი, ვარძიის კლდეში ნაკვეთი მონასტერი და მუზეუმი, აგრეთვე თმოგვის, ხერთვისისა და სლესის ციხე - სიმაგრეები. ლექციებმა ჩაიარა სამხედრო - ისტორიულ შემეცნებითი დისკუსიის ფორმატით, მას უძღვებოდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სამხედრო ისტორიის ლექტორი გიორგი ბერიძე, ასევე იუნკერებთან შემეცნებითი ლექციები ჩაატარა საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების წევრმა გიორგი ქუქჩიშვილმა.
აკადემიაში მსგავსი ტიპის გასვლითი ლექციები მომავალშიც გაგრძელდება.