სიახლეები

იუნკერები სტუმრად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში

მიმდინარე წლის 29-30 მაისს ბაკალავრიატის მექანიკის ინჟინერიის მიმართულების იუნკერები საზღვაო ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით იმყოფებოდნენ ვიზიტით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და „ძმები ნობელების“ ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში.

საზღვაო აკადემიაში იუნკერები გაეცნენ საზღვაო-საინჟინრო და ნავიგაციის ფაკულტეტების სასწავლო ლაბორატორიებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გემის სამანქანო ლაბორატორიამ, ნავიგაციის სიმულაციის სივრცემ და საწვრთნელმა აუზმა.

იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს სამაშველო ნავის მეშვეობით გადარჩენის ოპერაციის სიმულაციაში.

აკადემიის ბაზის დათვალიერების შემდეგ იუნკერებმა განახორციელეს ვიზიტი სასწავლო გემზე „კადეტი“. მათ პრაქტიკულად ნახეს და გაეცნენ გემის სტრუქტურას. მასპინძლობას უწევდნენ თავად საზღვაო აკადემიის სტუდენტები.

ასევე იუნკერები ეწვივნენ ,,ძმები ნობელების“ ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს და გაეცნენ გასული საუკუნის დასაწყისში ,,ძმები ნობელების“ საქმიანობას ბათუმში და ამავე პერიოდის სხვა ტექნოლოგიურ მიღწევებს აჭარაში.

ვიზიტი იყო ინფორმატიული და საინტერესო იუნკერებისთვის.