სიახლეები

ამერიკის საზღვაო ძალების აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი

მიმდინარე წლის 5-9 ივნისის პერიოდში, ეროვნული თავდაცვის აკადემიამ ამერიკის საზღვაო ძალების აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

აკადემიაში სამუშაო - სასწავლო ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიის ექვსი კადეტი და ჯგუფის ხელმძღვანელი, კაპიტანი მარკ ვოგელი იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გაეცნენ აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესებს. სამუშაო შეხვედრების გარდა სტუმრები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებსა და ყოველდღიურ აქტივობებში.

კულტურულ - შემეცნებითი ტურის ფარგლებში, კადეტებმა მოინახულეს მცხეთის ღირსშესანიშნავი ადგილები, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი და გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ვიზიტი მიზნად ისახავდა აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ქვეყნის გაცნობას.