სიახლეები

პრაქტიკული საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა ერთკვირიანი პრაქტიკული საველე სწავლება გაიარეს.

აღნიშნული საველე გასვლა მოიცავდა სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ სწავლებებს ოცეულის საპატრულო ბაზის დაკავებაში, შეტევებს სპეციალური მიზნით (ჩასაფრება და რეიდი) და ოცეულის შეტევას.

საველე სწავლების მიზანია საკანდიდატო კურსის მსმენელებმა შეასრულონ თეორიული შესწავლილი მასალის პრაქტიკულად განორციელება. გაიუმჯობესონ ტაქტიკის ელემენტების პრაქტიკული შესრულების უნარი. ასევე ოცეულის დონეზე პრაქტიკული შესრულებით დახვეწონ საბრძოლო ვარჯიშები.