სიახლეები

პირველი სასწავლო კურსის მიღება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირველი სასწავლო კურსის მიღება განხორციელდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების და აკადემიის შიდა ტურების წარმატებით გავლის შემდეგ აკადემიის საბაკალავრო პროგრამებზე 109 იუნკერი ჩაირიცხა.

აკადემიაში მოსვლისთანავე პირველკურსელებმა, მშობლების თანდასწრებით, ხელი მოაწერეს თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთანამშრობლობის ხელშეკრულებას და გაეცნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მოქმედ წესებსა და რეგულაციებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველკურსელების აკადემიაში ადაპტაციის პროცესი. განხორციელდა მათი სახცოვრებელ კორპუსში განთავსება, შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობით დაკომპლექტება, აქტიურად მიმდინარეობს აკადემიის ინფრასტრუქტურისა და აკადემიის შტაბის სამსახურების ფუნქცია მოვალეობების გაცნობა.

24 სექტემბრიდან პირველკურსელებისთვის დაიწყება საწყისი საბრძოლო მომზადების 5 კვირიანი კურსი, რომლის დასრულების შემდეგ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში საბაკალავრო პროგრამებზე.