სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეკრეაციულ სივრცეში დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებით, საპატიო სიგელებით და პირადი საჩუქრით დააჯილდოვა.
მორიგი სამხედრო წოდება ,,მაიორი“ მიენიჭა და მეორე ხარისხის მედალი თავდაცვის ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის გადაეცა, აკადემიის სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის ტაქტიკური მომზადების უფროს ინსტრუქტორს, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს, კაპიტან ივერი ბუაძეს, რომელიც ოჯახთან ერთად იყო მოწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის ხელმძღვანელი პირები, რექტორმა მადლობა გადაუხადა პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მათ.