სიახლეები

დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯის სამუშაო ვიზიტი აკადემიაში

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას 26-29 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯის სტრატეგიისა და ომის კვლევების ინსტიტუტის სტაბილიზაციის ცენტრის თანამშრომლები.

აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და დანიის სტაბილიზაციის ცენტრების ინიცირებით, 27-28 სექტემბერს გაიმართა სემინარი თემაზე: „უსაფრთხოების აქტუალური საკითხების შესწავლა უკრაინის ომის ფონზე: გაკვეთილები მომავლისთვის“. სემინარი გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში. შეხვედრებს ესწრებოდნენ მკვლევარები როგორც ადგილობრივი ინსტიტუციებიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან: აშშ, კანადა, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია და სხვა.

სემინარზე გაკეთდა მოხსენებები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: „უსაფრთხოების გამოწვევები: ინფორმაციული ომი და კიბერუსაფრთხოება, დრონები და ხელოვნური ინტელექტი“, „რეგიონული უსაფრთხოების დილემები და საქართველო: ნავიგაცია დაძაბულ სამეზობლოში“, „ომის სტრატეგიული ანალიზი: თეორიული კურსი და სამხედრო პრაქტიკა“ და სხვა.

სემინარის თითოეული პანელის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც მომხსენებლებმა თავიანთი პრეზენტაციის ირგვლივ უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს განხილული საკითხების ირგვლივ.

შეხვედრები ძალზე პროდუქტიული აღმოჩნდა საქართველოსა და დანიის თავდაცვის აკადემიის კვლევით ცენტრებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მხრივ.