ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს ზრუნვას ტერიტორიის გამწვანებაზე.
აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან, საკანდიდატო კურსის მსმენელებთან და აკადემიის თანამშრომლებთან ერთად, აკადემიის ტერიტორიაზე დარგეს წიწვოვანი ჯიშის ნერგები. ბოლო წლების განმავლობაში, აკადემიის ტერიტორიაზე და მის გარე პერიმეტრზე 800-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. მსგავსი სახის აქტივობები მომავალშიც იგეგმება.