სიახლეები

იუნკერების ვიზიტი აშშ-ს ქ. ანაპოლისში, საზღვაო აკადემიაში

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებმა გიორგი ხიხაძემ და კონსტანტინე რაზმაძემ, აშშ-ს ქ. ანაპოლისში, საზღვაო აკადემიაში გამართულ „ლიდერობის კონფერენცია“-ში მიიღეს მონაწილეობა.         

კონფერენცია მოიცავდა სამ ძირითად განსანხილველ თემას „თავმდაბლობის როლი უმცროსი ოფიცრის განვითარებაში“, "რატომ, ფორმაში და ფორმის გარეთ“, და „ლიდერობა უფრო დიდი პასუხისმგებლობით, სწავლის უწყვეტობა“ - აღნიშნულ თემების განსანხილველად მოწვეულნი იყვნენ უმაღლესი სამხედრო რანგის პირები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ  სხვადასხვა შტატებიდან მოწვეულნი სამხედრო აკადემიის კადეტები და ასევე  უცხო ქვეყნის სამხედრო აკადემიის წარმომადგენლები და უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტები. თემების განხილვის შემდეგ მოწვეული კადეტები და სტუდენტები შესაბამის სამუშაო ჯგუფებში განიხილავდნენ და მსჯელობდნენ მიღებული ინფომრაციის პრაქტიკაში გამოყენებისა და დანერგვის მეთოდებზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სტუდენტებს შორის აყალიბებს მეგობრულ გარემოს, რაც ქმნის  ხანგრძლივ ურთიერთობებს სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ასევე, ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ და შეიძინონ გამოცდილება მსგავს სფეროებში.