სიახლეები

სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების ვიზიტი აკადემიაში

2024 წლის 18 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით, ეროვნული თავდაცვის აკადემიას, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა საფრანგეთის სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლის სამი კადეტი.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ფრანგი კადეტები ესწრებოდნენ სხვადასხვა სამხედრო, აკადემიურ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს.
ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში,  განხორციელდა ტურები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში, ხოლო შინდისის გმირების მემორიალთან სოფელ შინდისში მათ ჩაუტარდათ პრეზენტაცია შინდისის ბრძოლის შესახებ.
ეროვნული თავდაცვის  აკადემიის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროფესორებმა მობრძანებულ სტუმრებს ჩაუტარეს ლექციები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
ფრანგმა კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს დებატებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან ერთად.
თავის მხრივ სტუმრებმა აკადემიის იუნკერებს ჩაუტარეს გაცნობითი სახის პრეზენტაცია სენ-სირის სამხედრო სკოლის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სტუდენტებს შორის აყალიბებს მეგობრულ გარემოს, რაც ქმნის ხანგრძლივ ურთიერთობებს სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ასევე, ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება თავდაცვის სფეროში თანამედროვე  გამოწვევების შესახებ.