სიახლეები

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო  ღონისძიება.  შეხვედრას  ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ცენტრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები.

ღონისძიების განმავლობაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა მიწვეულ სტუმრებს მიულოცეს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე და წარმატებები და განვითარება უსურვეს სამეცნიერო სფეროში.  ღონისძიების დროს ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები: „ქართველი ღვაწლმოსილი მეცნიერი ქალები“ და „საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერი ქალების წარმატების ისტორია“

აღნიშნულ შეხვედრაზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ წარდგენილი იყო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი ქეთევან კვესელავა. ყველა მიწვეულ პირს, და მათ შორის, აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარ მეცნიერს ქეთევან კვესელავას გადაეცა სიგელი „მეცნიერების განვითრების შეტანილი წვლილისთვის“.