იტალიაში, ქ. სანრემოში, ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით ,,შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის რიგით 22-ე კონკურსი'' გაიმართა. აღნიშნულ კონკურსს დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები: თავდაცვა და უსაფრთხოების პროგრამის პროფესორი ლევან გეგეშიძე; იუნკერები ზურაბ მამანიშვილი, ირაკლი გრიგორიადი და ზურაბ მამულაშვილი.
კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს მომავალი სამხედრო ლიდერებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გაცნობას და მრავალეროვნულ გარემოში სამხედრო სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის უნარის გამომუშავებას.
შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის ცოდნა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სამხედროსთვის, საერთაშორისო გამოცდილების მიღება კი აუცილებელი, რათა მოხდეს მათი ცოდნის გაზიარება და შემდგომში რეალიზება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და სწავლებები აყალიბებს მჭიდრო ურთიერთობებსა და და ზრდის თავსებადობას, სხვადასხვა ეროვნების სამხედროებს შორის, რაც მნიშვნელოვანია საერთო სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებაში.