სიახლეები

ყოველწლიური კონფერენცია შვედეთში ქალაქ ჰალმშტადში

შვედეთში, ქ. ჰალმშტადში ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის მოწვევით ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები ვიცე-პოლკოვნიკი რომან ჯავრიშვილი და ნინო კანდელაკი, შტაბის G-5 თანამშრომელი დაჩი მამულაშვილი დაესწრნენ დისტანციური სწავლების მე-12 ყოველწლიურ კონფერენციას (NORDEFCO ADL 2024).

კონფერენციას ესწრებოდა 14 ქვეყნის 120 წარმომადგენელი. მთავარ მომხსენებლებად წარმოდგენილი იყვნენ პირები სკანდინავიური ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან.

დისტანციური სწავლების კონფერენციის ძირითადი მიმართულებები გახლდათ: დისტანციური სწავლების სასწავლო ინსტრუმენტები, სწავლების მეთოდოლოგია, ტექნოლოგია, ანიმაციების და გრაფიკის დამზადება, ვიდეო ლექციების შემუშავება, სასწავლო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება და შერეული დისტანციური სასწავლო კურსების შემუშავება.

კონფერენციის განმავლობაში გარდა მთავარი მომხსენებლებისა, მიმდინარეობდა პარალელური სასესიო შეხვედრები, რომელიც საშუალებას აძლევდა დამსწრე აუდიტორიას გარკვეული დიალოგების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლინების. ასევე წარმოდგენილი იყო ვირტუალური რეალობის გამოფენის სივრცე, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა პრაქტიკული გამოყენება სხვადასხვა ტექნოლოგიების.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო დაწესებულებებს შორის ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ და შეიძინონ გამოცდილება მსგავს სფეროებში.