რუმინეთის ნიკოლაე ბალჩესკუს სახელობის სამხედრო აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა, კვირეულს ესწრებოდნენ შვიდი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულება.
ღონისძიება მოიცავდა რუმინეთის სამხედრო აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტს. სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი სასწავლებლების პრეზენტაციას, საერთაშორისო აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია და მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები. კონფერენცია ჩატარდა პანელური სისტემით, რომელიც მოიცავდა ხუთ სხვადასხვა პანელს: თავდაცვა და უსაფრთხოება; სამხედრო განათლება; ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები; ლიდერობა და მენეჯმენტი; ტექნიკური მეცნიერებები და ტექნოლოგიები.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ასევე განხორციელდა აკადემიის წარმომადგენლების შეხვედრა რუმინეთის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელობასთან, განხილულ იქნა სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, აკადემიების მიერ დაგეგმილ საერთაშორისო აქტივობებში მხარეების მაქსიმალურად ჩართვის პერსპექტივები.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების მონაწილეობა მსგავს საერთაშორისო აქტივობებში აღრმავებს ურთიერთობებს აკადემიასა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის და ქმნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს სამხედრო სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებით.