სიახლეები

აკადემიაში სერჟანტთა კორპუსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა კორპუსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აკადემიის სერჟანტთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცა.
აკადემიის რექტორმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სერჟანტთა კორპუსის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. რექტორმა სერჟანტებს თავდაცვის ძალების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებას აკადემიის სერჟანტებთან ერთად სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის ცეცხლსასროლი იარაღით, უწყებრივი მედლებით და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.