სიახლეები

აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების პროფესორი ლევან გეგეშიძე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების პროფესორი ლევან გეგეშიძე, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში პროგრამით SUSI-2024.

SUSI არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინტენსიური აკადემიური პროგრამა მეცნიერებისათვის, რომელიც უცხოური უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმაონ ცოდნა აშშ-ს საზოგადოების, კულტურის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებ. პროგრამის მიზანია კურიკულუმების გაძლიერება და აკადემიურ დაწესებულებებში აშშ-ს შესახებ სწავლების ხარისხის ამაღლება.

პროფესორი ლევან გეგეშიძე იმყოფებოდა დელავერის უნივერსიტეტში ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და დიდი სტრატეგიის კურსზე, სადაც იგი ესწრებოდა სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებს.

მან, ასევე, მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში, ამერიკულ ანალიტიკურ ორგანიზაციებსა და წამყვან უნივერსიტეტებში გამართულ ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებში. გაცნობითი შეხვედრების ფარგლებში ლევან გეგეშიძე იმყოფებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში, USAID-ის სათაო ოფისში, საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტში და სხვ. ხოლო ლექციებს ესწრებოდა იელის, პრინსტონის, ფრანკლინისა და მარშალის კოლეჯსა და მერილენდის უნივერსიტეტში.