სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის ბაკალავრიატის გაზაფხულის სემესტრის წარჩინებული იუნკერების და მათი მშობლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეულ მშობლებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე შეხვდა. რექტორმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა ოჯახის თანადგომის უდიდესი მნიშვნელობაზე სწავლასა და ყოველდღიურ სამხედრო საქმიანობაში. აგრეთვე აკადემიის ხელმძღვანელობის მიერ სტიმულის მიცემის და სწორი მიდგომების შემთხვევაში, თითოეული იუნკერისთვის დამატებითი მოტივაციის მიცემაზე ცოდნის დაუფლების რთულ პროცესში.
აღსანიშნავია, რომ აკადემიაში I, II და III კურსის ყველა იუნკერი იღებს ყოველთვიურ განსაზღვრულ სტიპენდიას 320 ლარს, გარდა ამისა წარჩინებული იუნკერები იღებენ დამატებით სტიპენდიას რეიტინგის მიხედვით.
დამატებითი სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმებია:
რეიტინგული ქულა A+ 95 – 100 ქულა - 300 ლარი
რეიტინგული ქულა A 91 – 94 ქულა - 200 ლარი
რეიტინგული ქულა B 81 – 90 ქულა - 100 ლარი
ხოლო IV კურსის იუნკერების დარიცხული სტიპენდია შეადგენს 1530 ლარს (ხელზე ასაღები 1200 ლარი).
ყოველი სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ ხორციელდება წარჩინებული იუნკერების (A+ კატეგორიის) მშობლების დაჯილდოება, ამასთანავე A და B კატეგორიის იუნკერების მშობლებს ეგზავნებათ რექტორის სამადლობელი წერილი საცხოვრებელ მისამართებზე.