სიახლეები

აკადემიაში პირველად რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პირველად რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო.
პროგრამაზე კონკურსის საფუძველზე ქვეყნის მაშტაბით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები და ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხნენ.
სასწავლო პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში წარიმართება. სწავლის გრაფიკი მაქსიმალურად თავსებადია სამოქალაქო სასწავლებლის გრაფიკთან, სალექციო სწავლება (სამხედრო საქმე) განხორციელდება შაბათ და კვირა დღეს, სულ 3 შაბათ დღეს და 57 კვირა დღეს და იგი განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე. ხოლო პრაქტიკული კომპონენტი (საველე სწავლება) წარიმართება როგორც შაბათ ისე კვირა დღეებში, სულ 8 შაბათ და 14 კვირა დღეს. პრაქტიკული კომპონენტი აგრეთვე მოიცავს 2 საველე სწავლებას, თითოეული განხორციელდება 2 კვირის განმავლობაში. პირველი ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2025 წლის 4 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მეორე ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2026 წლის 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად და უმაღლესი განათლების მქონე პირებს მიენიჭებათ „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე პირებს მიენიჭებათ "უმცროსი სერჟანტის" სამხედრო წოდება. "უმცროსი სერჟანტის" წოდების მქონე პირებს, პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემთხვევაში 35 წლის ასაკის მიღწევამდე მიენიჭებათ "ლეიტენანტის" სამხედრო წოდება. სწავლის პერიოდში პროგრამაზე ჩარიცხული პირები უზრუნველყოფილი იქნებიან სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და სანივთე ქონებით.